საქართველოს აგრო ტურიზმის რეგიონული ასოციაცია

სიახლეები

ახალი პროექტის პირველი საინფორმაციო შეხვედრა

12 ოქტომბერს, თელავში, საქართველოს რეგიონულმა აგროტურიზმის ასოციაციამ (GARA), შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) RSMEDP პროექტთან თანამშრომლობით დაწყებული ახალი პროექტის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

პროექტის მთავარი მიზანი, კახეთში არსებული მცირე და საშუალო ზომის აგროტურისტული ობიექტების ხელშეწყობაა, რათა გაიზარდოს მათი წვდომა ფინანსურ ბაზარსა და პროდუქტებზე. შეხვედრაზე GARA-ს დირექტორმა, ირინა თხელიძემ, პროექტის გეგმებსა და მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.