ანტრეპრენერების ტრენინგ ცენტრი 2018 წელს შეიქნა. მისი საქმიანობა მოიცავს გამოცდილი, კვალიფიციური და რაც მთავარია, პრაქტიკოსი ტრენერების მარტივად დაკავშირებას მცირე მეწარმეებთან. ანტრეპრენერების ტრენინგ ცენტრი თანამშრომლობს სხვადასხვა იურიდიული ფორმის მქონე ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.
ნინო ტიკურიშვილს ფინანსური კონსულტაციების სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ის საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის პარტნიორ ფინანსური მრჩევლის პოზიციას იკავებს. ის გასცემს ექსპერტულ ფინანსურ რჩევებს და მხარდაჭერას უწევს ფერმერებსა და აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს ფინანსური სტრატეგიების ოპტიმიზაციაში, რესურსების ეფექტურად მართვაში და საერთო ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესებაში. მისი კონსულტაციები მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფერმერებისთვის კახეთში, რომლებსაც აწვდის საჭირო ცოდნას.