GARA-ს საწევრო გადასახადი და მომსახურება საქართველოს აგროტურიზმის რეგიონალური ასოციაცია არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომლის წლიური საფასური, ყველა წევრისთვის იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, არის 120 ლარი.
GARA-ს წევრები ისარგებლებენ: ვებ-გვერდით, სადაც მოხდება ინდივიდუალური წევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; თანამედროვე ინდუსტრიისთვის სპეციფიკურ რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომით, ასევე ტრენინგებზე დასწრებით და ურთიერთ კომუნკაციის (ქსელში ჩართვის) შესაძლებლობით.