საქართველოს აგრო ტურიზმის რეგიონული ასოციაცია

პროექტები

მიმდინარე პროექტები

პროექტი: აგროტურიზმის ციფრული სერვისების განვითარება და პოპულარიზაცია

პარტნიორობა: Strategic Development Agency (SDA) GFA (Georgian Farmers’ Association) და GARA (აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია)

პერიოდი: 2023 – 2025

პროექტის ძირითადი მიზანია Agrogate.world პლატფორმის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, რაც ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის გზით აგროტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზებს მეტ შესაძლებლობებს საკუთარი სერვისების პრეზენტაციის, ბაზარზე წვდომისა და ზრდის მიმართულებით.

ასოციაცია ერთგვარი ხიდია პლატფორმის ტექნიკურ განვითარებასა და სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციას შორის. მისი ჩართულობა მოიცავს როგორც კონცეფციის შერწყმას ადგილობრივ კონტექსტთან, ასევე ციფრული სერვისების პოპულარიზაციის პროცესში პრაქტიკულ მონაწილეობას. კერძოდ, GARA:

🔹 ხელს უწყობს Agrogate.world პლატფორმის ცნობადობის გაზრდას რეგიონებში, მათ შორის აგროტურისტულ ობიექტებს შორის;

🔹 მონაწილეობს მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების ორგანიზებაში;

🔹ავითარებს წევრების უნარებს ციფრულ სერვისებთან ინტეგრაციის პროცესში.