ფართო გამოცდილებითა და უნარებით, GARA-ს გუნდი მოწოდებულია ქართული აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და ვიზიტორების წინაშე რეგიონის სილამაზის წარმოჩენისკენ.
ირინა თხელიძე
დირექტორი
ირინას 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში. ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით
ანკა ბაბუნაშვილი
პროექტების დირექტორი
ანკას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელმძღვანელობდა USAID-ის, EU-ს, SwissContact-ისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს საქართველოში.
ნათია ტლაშაძე
კომუნიკაციისა და ბაზარზე წვდომის გაძლიერების სპეციალისტი
ნათია GARA-ში კომუნიკაციისა და ბაზარზე წვდომის გაძლიერების სპეციალისტის პოზიციას იკავებს, მას კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კომუნიკაციების, ხარისხის მართვისა და მარკეტინგის მიმართულებით.