საქართველოს აგრო ტურიზმის რეგიონული ასოციაცია

სიახლეები

აგროტურიზმის განვითარება კახეთში

გაქვს მცირე და საშუალო აგროტურისტული ობიექტი ან გსურს ახალი მიმართულების განვითარება? გჭირდება კონსულტაცია და ხელშეწყობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით? GARA დაგეხმარება:

  1. იდეის განვითარება-დახვეწაში

  2. საგრანტო შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში

  3. დონორებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან საჭირო განაცხადის ფორმირებასა და მომზადებაში

  4. არსებული სოციალური მედიის არხების შეფასებაში

  5. შერჩეული ბიზნესებისთვის, სტრატეგიის მომზადებასა და PR აქტივობებში

  6. გაგიწევს ფინანასურ კონსულტაციას გრანტის/სესხის მიღებამდე და შემდგომ პერიოდში

პროექტში მონაწილების მისაღებად შეავსე ბმული: https://bit.ly/3Myq832 თუ გსურს მიიღო დეტალური ინფორმაცია პროექტზე, დაგვიკავშირდი ნომერზე +995 32 219 30 03 ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

კახეთის აგროტურისტული ობიექტების გაძლიერების პროექტს ახორციელებს საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) RSMEDP პროექტთან თანამშრომლობით.