მენიუ
დახურვა
საქართველოს აგრო ტურიზმის რეგიონული ასოციაცია
პერიოდი: 2020–2021 პარტნიორობა: GARA & GFA, USAID EDGE პროგრამის ფარგლებში
პროექტი „აგროტურიზმის პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელდა 2020-2021 წლებში GARA-სა და GFA-ს პარტნიორობით USAID EDGE პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში მოხდა აგროტურისტული საწარმოების იდენტიფიცირება, მათი ტრენინგი და მხარდაჭერა გრანტებით, შეიქმნა აგროტურიზმის ვებსაიტი და გაიმართა რეგიონული კონფერენცია. პროექტი წარმატებით განხორციელდა პანდემიური პირობების მიუხედავად.
პერიოდი: 2023
პარტნიორობა: GARA & GFA, USAID EDGE პროგრამის ფარგლებში
GARA-მ, USAID-ის EDGE პროგრამის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად განახორციელა პროექტი „მდგრადი აგროტურიზმის განვითარება საქართველოში და სომხეთში“. პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირდა და გაძლიერდა 20 მეწარმე, ჩატარდა კოუჩინგ სესიები, სასწავლო ტური კახეთში, დახმარება ლოგოსა და ბრენდირების მიმართულებით, და მომზადდა Agrogate.world-ის ვიდეოგიდი სომხურ ენაზე. პროექტმა ხელი შეუწყო რეგიონულ თანამშრომლობასა და ადგილობრივი აგროტურიზმის განვითარებას.
პროექტის ვადები - 24/03/2023 – 31/07/2023
საქართველოს აგროტურიზმის სტანდარტის დოკუმენტი შემუშავდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს და HELVETAS-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ძლიერი და მდგრადი ტურიზმი უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობისთვის“ ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთი მიზანია აგროტურიზმში ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და ფერმერთათვის დამატებითი შემოსავლების წყაროების შექმნის უზრუნველყოფა.
პროექტის ვადები - 20.02.2024 - 10.12.2024
პროექტი განხორციელდა საქართველოს აგროტურიზმის რეგიონალური ასოციაციის მიერ(GARA), ADAMASZKI SP. Z OO-სთან პარტნიორობით.
პოლონური გამოწვევის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობის ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში განხორციელებული ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა მდგრადი ტურისტული პრაქტიკის ხელშეწყობას საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მიზნად ისახავდა მდგრადი ტურიზმის განვითარებას საქართველოს რეგიონებში.
პროექტის მიზნები:
· საქართველოს სოფლად მდგრადი ტურიზმის განვითარება.
· ადგილობრივი მემკვიდრეობისა და ეკოლოგიის გაგების გაუმჯობესება.
· ქალების გაძლიერება ციფრული შემოქმედებითი სექტორში.
· გააძლიეროს თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, ბიზნესსა და მოსახლეობას შორის.
პროექტის ვადები - ოქტომბერი 2023 - ივნისი 2024
ფინანსური მხარდამჭერი: Swisscontact Georgia
პროექტი განხორციელდა საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციას (GARA), შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) RSMEDP პროექტთან თანამშრომლობით , რომელიც მიზნად ისახავდა აგროტურიზმის სექტორის გაუმჯობესებას კახეთში.
ინიციატივა მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ზომის აგროტურიზმის ობიექტების გაძლიერებას მათი ფინანსური უნარების გაძლიერებით.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კახეთში არსებული მცირე და საშუალო აგროტურისტული ობიექტების ფინანსურ ბაზარზე წვდომის გაზრდა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.