FAO / EBRD- ის მიერ მხარდაჭერილი პროექტი “ქართული ტრადიციული აგრო-სასურსათო პროდუქტების ადგილობრივი შესყიდვების გაუმჯობესება”, რომელიც ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ელკანასთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას შორის კავშირების დამყარებას რათა ხელი შეეწყოს ტრადიციული ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და საწარმოო ჟაჭვის მონაწილეებს შორის სარგებლის განაწილებას. პროექტის მთავარი მიზანი არის ტურიზმის უფრო ფართო ღირებულების ჯაჭვების პოპულარიზაცია და ქვეყნის საკვები და ბიომრავალფეროვნების მემკვიდრეობის შენარჩუნება, შემდეგი გზით:
- ტურიზმის სექტორის წამყვანი მოთამაშეების დაკავშირება სპეციფიკური საკვები პროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებთან, ქალებისა და ახალგაზრდა ფერმერების ჩათვლით;
- აგროტურიზმის ხელშეწყობა, განსაკუთრებული აქცენტებით ქართულ გასტრონომიასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე.
პროექტი სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: A) ”სპეციალური საკვები პროდუქტების /ღირებულების ჯაჭვის იდენტიფიკაცია და გაუმჯობესება ტურიზმთან დაკავშირების მიზნით”; B) ” სპეციფიკური პროდუქების პოპულარიზება საბაზრო კავშირების და სოფლის ტურიზმის გაუმჯობესების საშუალებით”; და C), შედეგების გავრცელება სხვა ქვეყნებში მსგავსი მიდგომების გასამყარებლად.
პროექტის ძირითადი საქმიანობებია:
- საქართველოს ტურიზმის მოთამაშეებთან და Ho.Re.Ca.- სთან პარტნიორობა რათა განისაზღვროს შესაძლო თანამშრომლობა და სამუშაო გეგმა ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვაზე
- ხელი შეეწყოს ენდემური ჯიშებისგან წარმოებული ქართული აგროსასურსათო პროდუქტების განვითარებას, რომელთაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ გასტრონომიული კუთხით ტურიზმისა და ექსპორტის საშუალებით;
- კავშირების გაუმჯობესება შერჩეულ ტურიზმს, Ho.Re.Ca- ს შორის და ადგილობრივ ფერმერებს შორის მიწოდების ხარისხისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად; და
- საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის ტურიზმისა და ქართული გასტრონომიის შესახებ. ამ გამოცდილების გაზიარება საჯარო და კერძო ორგანოებთან მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრადი აგროტურისტული საქმიანობისა და ტრადიციული კულინარიული მემკვიდრეობის მასშტაბების შემცირებას.