საქართველოს აგრო ტურიზმის რეგიონული ასოციაცია

“აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში” 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი “აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში”, რომელიც თანადაფინანსებულია USAID-ის ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის პრიქტის (EDGE) მიერ. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აგროტურიზმის განვითარებას. 

ასევე პროქტის მიზანია დინამიური აგროტურისტული მეურნეობების იდენტიფიცირება. შემდეგ კი  ტექნიკური მხარდაჭერით მათი შესაძლებლობების ზრდა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. 

საქართველოს მასშტაბით პროექტი შეარჩევს სულ მცირე 35 აგროტურისტულ ობიექტს, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 20 ობიექტი. ტრენინგები ჩატარდება შემდეგ მიმართულებებზე: 

  • სტუმართმოყვარეობა და ტურიზმის ინდუსტრია
  • ციფრული მარკეტინგი: ონლაინ დაჯავშნა და სოციალური მედია
  • სურსათის უვნებლობა 

10 აგროტურისტული საწარმო ისარგებლებს ბრენდინგისა და მარკეტინგის სრული პაკეტით, დამატებით 10 აგროტურიტული საწარმოსთვის პროქტი უზრუნველყოფს “აგრო სტოპ”-ის სარეკლამო ვიდეოების გადაღებას. 

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებგვერდი რომელზეც დარეგისტრირდება სულ მცირე 100 აგროტურისტული ობიექტი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ მათთვის სასურველი ობიექტი. 2021 წლის სექტემბერში კი საქართველოში დაგეგმილია ჩატარდეს 2 დღიანი კონფერენცია, რომელიც უმასპინძლებს კავკასიაში აგრპტურიზმის განვითარებაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს.